რეკლამა

8-10 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ამინდი

8-10 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ამინდი

 
 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-9 სექტემბერს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით  წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე, ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს სეტყვა. ხოლო 10 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

რაც შეეხება ქალაქებს, თბილისში 8 -9 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში, ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში 8-9 სექტემბერს, 10 სექტემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ხოლო 10 სექტემბერს დღისით გამოდარებით. 9-10 სექტემბერს ზღვაზე შესაძლებელია დაფიქსირდეს ძლიერი ქარი და შტორმი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ქალაქებში - ქუთაისში, ზუგდიდში, მარტვილში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში 10 სექტემბრის დილამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში - ამბროლაურში, ონში, ცაგერში, შოვში, ჭიათურაში, საჩხერესა და ხულოში 10 სექტემბრის დილამდე დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს - მესტიასა და ბახმაროში 10 სექტემბრის დილამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +14, + 16 გრადუსი.
ქალაქებში - რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, გორსა და ცხინვალში 8-9 სექტემბერს  დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ხოლო 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტასა და დედოფლისწყაროში 8-9 სექტემბერს სინოპტიკოსები დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ, შესაძლებელია სეტყვა. 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.

ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში - ახალციხეში, ბორჯომში, დუშეთში, თიანეთსა და ფასანაურში 10 სექტემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +21, +23 გრადუსი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონს - ახალქალაქში, წალკაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ომალოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 +15 გრადუსი იქნება.

ასევე, 10 სექტემბერს ღამისა და დილის საათებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები