რეკლამა

იმერეთის სკოლებში ახალ დირექტორებს ირჩევენ

იმერეთის სკოლებში ახალ დირექტორებს ირჩევენ

იმერეთის საჯარო სკოლებში ახალი დირექტორების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. 

არჩევნები ჩატარდა სსიპ მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლაში. სამეურვეო საბჭომ ერთხმად ნდობა გამოუცხადა შორენა კაკაბაძეს, რომელიც მომდევნო 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს სკოლას.

"ჩვენს სკოლაში კვლავ გაგრძელდება სასკოლო თემის გაძლიერებაზე ორიენტირებული აქტივობები. მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისა და მშობლებისთვის მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინებით, შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა, განათლების მაღალი სტანდარტების დანერგვა და სკოლის სხვადასხვა პროექტებში ჩართვა,"-აცხადებენ სკოლაში. 

დირექტორის არჩევნები ჩატარდა ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში. სკოლას მომდევნო 6 წელი ელისო ირემაძე უხელმძღვანელებს.

ნინო ვარდოსანიძემ დაიკავა ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექტორის პოსტი. 

"პირველ რიგში, უღრმესი მადლობა სკოლა "პროგრესს". ქალბატონი ნინო აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე იყო ჩემს დროს.

უზომოდ ენერგიული, მიზანდასახული, საოცარი დამოკიდებულებით თითოეული მოსწავლის და მშობლის მიმართ. არასდროს შიში არ გვქონია მისი, ყოველთვის უდიდესი პატივისცემა და რიდი მხოლოდ.

ზუსტად ვიცი,რომ მე-40 სკოლას ახალ სიცოცხლეს შესძენს და ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებად აქცევს.

უზომოდ ბედნიერი ვარ,რომ ჩემი შვილიც ისწავლის თქვენგან იმას,რაც თავის დროზე ჩემში ჩადეთ,"-წერს მშობელი ნინი თვალავაძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები