TOPNEWS » საზოგადოება » ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან ანანო აბულაძეს თერჯოლის მერმა ჯილდო გადასცა
ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან ანანო აბულაძეს თერჯოლის მერმა ჯილდო გადასცა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან ანანო აბულაძეს შეხვდა.
მერმა ანანო აბულაძეს მიღწეული შედეგები მიულოცა, ჯილდო გადასცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ანანო აბულაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია ქიმიაში, მოპოვებული აქვს არაერთი პრიზი საერთაშორისო და სახელმწიფო კონკურსებსა და ტურნირებზე.
მუნიციპალიტეტში წარმატებული ახალგაზრდებისთვის წამახალისებელი ფულადი ჯილდო თერჯოლის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ინიციატივით და დადგენილებით განისაზღვრა.





