TOPNEWS » მთავარი თემა » სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს.

სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში,  ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

მათი ცნობით, ფიზიკური პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს. არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც პირს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu