TOPNEWS » მთავარი თემა » ღვირიშის ჩანჩქერთან არსებულ მინის მოედანს რეაბილიტაცია იგეგმება
ღვირიშის ჩანჩქერთან არსებულ მინის მოედანს რეაბილიტაცია იგეგმება
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ღვირიშთან მდებარე ღვირიშის ჩანჩქერის მიმდებარედ, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჩანჩქერთან არსებული მინის მოედნის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია, რაც ტურისტული ლოკაციის ვიზიტორებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო სივრცის შექმნას შეუწყობს ხელს.
სამუშაოების განსახორციელებლად ხელშეკრულება მეწარმესთან 2 სექტემბერს გაფორმდა და მისი დასრულება უახლოეს დღეებში იგეგმება.





