TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის აეროპორტში სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები

ქუთაისის აეროპორტში სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები

ქუთაისის აეროპორტში სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები

დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. 

აეროპორტის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, განრიგის მიხედვით შესრულდა რიგის მიმართულებით პირდაპირი რეისი. მათივე ცნობით,,დღის ბოლომდე კიდევ 5 რეისის შესრულება იგეგმება: ათენის, დორტმუნდის, სალონიკის, ვნუკოვოს და გვიან ღამით აბუ-დაბის მიმართულებით. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები. დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება. 

“უამინდობის გამო, შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. რის გამოც მესამე დღეა, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს. დღეს საღამოს,  ისრაელის ავიაკომპანია EL Al-ს, ბათუმის ნაცვლად რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა შეესრულებინა. თუმცა, ცოტა ხნის წინ ავიაკომპანიამ რეისის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება,”-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu