TOPNEWS » მთავარი თემა » 2 მაისს, ქუთაისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

2 მაისს, ქუთაისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

2 მაისს, ქუთაისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

"ქუთაისობასთან" დაკავშირებით ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

 "2 მაისს,  „ქუთაისქალაქობა 2024-ის" დღესასწაულის ფარგლებში,  ქუთაისის მერიის ორგანიზებით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების ჩატარება. ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, განსაზღვრულ ადგილებში დროებით შეიზღუდება  სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა: 

1 მაისის  18:00 საათიდან  3 მაისის 03: 00 საათამდე, სასცენო კონსტრუქციის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის,  მოძრაობა  და პარკირება სრულად შეიზღუდება აღმაშენებლის ქუჩის  N5-იდან 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიამდე (გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლი).

2 მაისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საბავშვო გასართობი ატრაქციონების განთავსებისთვის,  მოძრაობა და პარკირება  სრულად შეიზღუდება სადგურის ქუჩა N15-იდან სპორტულ მოედნამდე; ხოლო 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ვინტაჟური ავტომობილების  გამოფენის მოწყობისთვის,  პარკირება  ნაწილობრივ  შეიზღუდება  დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ,"-აცხადებენ მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu