TOPNEWS » მთავარი თემა » მეცნიერი, რომელმაც ჭიათურის ისტორიული ძეგლების აღმოჩენა-კვლევაში დიდი წვლილი შეიტანა, გარდაიცვალა

მეცნიერი, რომელმაც ჭიათურის ისტორიული ძეგლების აღმოჩენა-კვლევაში დიდი წვლილი შეიტანა, გარდაიცვალა

მეცნიერი, რომელმაც ჭიათურის ისტორიული ძეგლების აღმოჩენა-კვლევაში დიდი წვლილი შეიტანა, გარდაიცვალა

ცნობილი არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი გარდაიცვალა.

მეცნიერს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ძველი ქვის ხანის არქეოლოგიის განვითარებაში, ისტორიული ძეგლების აღმოჩენა-კვლევასა და ტურისტული ცნობადობის გაზრდაში. მას დიდი დამსახურება აქვს რიონ-ყვირილის აუზის არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენა-კვლევის მიმართულებით.

“პროფესორი ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობდა საერთაშორისო და მრავალწლოვან ექსპედიციას „ბონდის მღვიმეში“, სადაც აღმოჩენილი იქნა ადამიანის ჩონჩხი, რომელიც დათარიღებულია 10 000 წლით.

ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის  გარდაცვალება  დიდი დანაკარგია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. თანავუგრძნობ მის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს,”-ამბობს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu