TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურაში, მღვიმევის მაღაროზე ახალი სასადილო გაიხსნა
ჭიათურაში, მღვიმევის მაღაროზე ახალი სასადილო გაიხსნა

ჭიათურაში, მღვიმევის მაღაროზე ახალი სასადილო გაიხსნა.
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი”-ს ინფორმაციით, ახალი კვების პუნქტი უზრუნველყოფს მაღაროში დასაქმებული თანამშრომლების ყოველდღიურ სრულფასოვან, დაბალანსებულ და ენერგიულ სამუშაო პროცესზე მორგებულ კვებას.
“სასადილოს გახსნა წარმოადგენს იმ ეტაპობრივი პროცესის პირველ ნაბიჯს, რომლის ფარგლებშიც მსგავსი კვების პუნქტები სხვა მაღაროებშიც ამოქმედდება,”-აცხადებენ კომპანიაში.