რეკლამა

ხორცის იმპორტი გაიზარდა-სად ვყიდულობთ პროდუქტს?

ხორცის იმპორტი გაიზარდა-სად ვყიდულობთ პროდუქტს?

2024 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წარმოებული ხორცისა და სუბპროდუქტების ექსპორტი 27.5%-ით შემცირდა. მაშინ როცა გასული წლის იანვარში ადგილობრივ ექსპორტზე 1,172 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხორცი და სუბპროდუქტები გავიტანეთ, მიმდინარე წლის იანვარში მაჩვენებელმა 849 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში ქართული წარმოების ხორცი და სუბპროდუქტები ექსპორტზე გავიდა მხოლოდ 4 ქვეყანაში:

  • აზერბაიჯანი - 727 ათასი აშშ დოლარის
  • სომხეთი - 97 ათასი დოლარის
  • საუდის არაბეთი - 16 ათასი აშშ დოლარის
  • ქუვეითი - 10 ათასი აშშ დოლარის

რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში ხორცისა და სუბპროდუქტების იმპორტი დაახლოებით 23%-ით გაიზარდა. კერძდ, გასული წლის იანვარში ქვეყანაში 12,284 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხორცი და ხორცის სუბპროდუქტები შემოვიდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში - 15,131 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.

ხორცისა და მისი სუბპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები ასე გამოიყურება:

  • ბრაზილია - 7,279 მლნ აშშ დოლარის
  • უკრაინა - 1,264 მლნ აშშ დოლარის
  • თურქეთი - 1,105 მლნ აშშ დოლარის
  • ჩინეთი - 807 ათასი აშშ დოლარის
  • ლიეტუვა - 599 ათასი აშშ დოლარის

ტეგები:

Facebook - კომენტარები