TOP-NEWS.GE / რომელი პარტია რა რაოდენობის თანხას მიიღებს ბიუჯეტიდან?

რომელი პარტია რა რაოდენობის თანხას მიიღებს ბიუჯეტიდან?

ცესკოს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან,  26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ:

📌”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
📌”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
📌”კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია მელია-გირჩი-დროა“
📌”გახარია საქართველოსთვის“
📌”ლელო საქართველოსთვის“
📌”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
📌”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.

დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია- მელია-გირჩი-დროა“.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.

26-12-2024, 23:53
უკან დაბრუნება