რეკლამა

საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 252 ლარს და 30 თეთრს შეადგენს

საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 252 ლარს და 30 თეთრს შეადგენს

2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 20 თეთრით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 252.3 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 252.1 ლარს შეადგენდა. წლიურად კი მაჩვენებელი 2.8 ლარით არის შემცირებული, კერძოდ, გასული წლის ნოემბერში საარსებო მინიმუმი - 255.1 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-11 თვეში 223.4 ლარით განისაზღვრა. მაშინ, როცა 2023 წლის ოქტომბერში 223.3 ლარი, ხოლო 2022 წლის ნოემბერში - 226 ლარი იყო.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.


ტეგები:

Facebook - კომენტარები