სასტუმრო "სანსეტ შოვი", რაჭაში, შოვის შუაგულში მდებარეობს. სასტუმროში 30 კომფორტული ნომერია და 2 კოტეჯი.
„სასტუმროს გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დამსვენებლებისათვის კომფორტის შექმნაზე. ეს ის ადგილია, სადაც მზარეული სტუმრებს ჯანსაღ სამზარეულოს სთავაზობს. სასტუმროს გასართობი ზონები სასტუმროს სტუმრისთვის უფასო მომსახურებაა - მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთი, ბილიარდი, დახურული კალათბურთის მოედანი, გარე კალათბურთის/ფეხბურთის მოედანი და საბავშვო ოთახი“, - აცხადებენ სასტუმროში.
როგორც "სანსეტ შოვის" წარმომადგენელი „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთნა“ აცხადებს, სასტუმროში დასვენებაზე მოთხოვნა მზარდია.
„გვაქვს წინასწარი ჯავშნები. მოთხოვნა არის როგორც ადგილობრივი ტურისტებისგან, ისე უცხოელი ვიზიტორებისგან“.
შოვი ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს. კლიმატი საშუალო ალპურია. შოვში ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხული კი ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 17 °C გრადუსი ცელსიუსია).
ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ ( www.simetria.ge/ge ) თაოსნობით, 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები.
რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის განვითარების პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან სასტუმრო სანსეტ შოვი, სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts და პანსიონატი მამისონი, რომლებიც კურორტის ისტორიული ტერიტორიის ძირითად ნაწილს ფლობენ.
დღეს არსებული განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, კურორტზე დაგეგმილია 5*, 4* და 3* სასტუმროების, კოტეჯების, სპორტული, გასართობი და ბალნეოგიურ-რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც კურორტს ოთხივე სეზონზე მოსანახულებლად და დასასვენებლად ერთერთ ყველაზე სასურველ ადგილად აქცევს.
წარმოდგენილი გეგმით განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 130 მილიონ დოლარს აჭარბებს. კურორტზე არსებულ სასტუმროებს კი მართვას უწევს სასტუმროების საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International www.hotelcollectioninternational.com