15-19 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ფიზიკაში ევროპის რიგით მე-8 ოლიმპიადას (EuPhO 2024) მასპინძლობს.
წელს EuPhO 2024-ში მონაწილეობას 55 ქვეყნის 270 მოსწავლე, სხვადასხვა გუნდის 120 ლიდერი, აკადემიური კომიტეტის 11 წევრი იღებს. ჯამში, ოლიმპიადის ფარგლებში საქართველოს 400-ზე მეტი სტუმარი ეწვევა.
ფიზიკის ოლიმპიადის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში იცხოვრებენ და იასპარეზებენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU-ში).
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე დაესწრო.
ოლიმპიადის გამარჯვებულები 19 ივლისს დაჯილდოვდებიან.
ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.