TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის მერი სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ვანის მერი სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ვანის მერი სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფლების-ზეინდარის, შუაგორის, სალომინაოს, ფერეთას, უხუთის და გორას მცხოვრებლებს შეხვდა.

ალექსანდრე გოგორიშვილმა მოადგილესთან, ვლადიმერ ხელაძესთან და ვანის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძესთან ერთად, სოფლების მცხოვრებლებისგან მოისმინა ინფორმაცია, თუ რომელი პროექტების განხორციელება არის პრიორიტეტული აღნიშნულ  ადმინისტრაციულ ერთეულებში.

შეხვედრაზე  რამდენიმე პრიორიტეტული  მიმართულება დასახელდა, მათ შორის, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სასმელი წყლის მიწოდება.

შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში გაიმართა და მას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ. შეხვედრები 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu