"ქართული ოცნების" ქუთაისის დელეგატი წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, სულხან-საბას ქუჩაზე მაცხოვრებლებს შეხვდა.
"სულხან-საბას დასახლებაში უპრეცედენტოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
მათ შორის სკვერი, რომელიც ჩვენი დაპირება იყო. კაპიტალურად შეკეთდა გუგუნავას ქუჩა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი შიდა კვარტალურ გზებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. აშენდა მუნიციპალური ავტოპარკი, სულხან-საბას გამზირი ახალი გზით დაუკავშირდა ნიკეას ქუჩას.
მოსახლეობასთან შეხვედრისას, კმაყოფილ მოქალაქეებსაც მოვუსმინეთ და იმ პრობლემებზეც ვისაუბრეთ, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.
„ქართული ოცნების“ გუნდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უმთავრესი მიზანი სწორედ ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ქალაქს, სოფელს, უბანს, ყველა ოჯახს განვითარების და უკეთესად ცხოვრების ერთნაირი პირობები და საშუალება ჰქონდეს,"-ამბობს დელეგატი.