TOP-NEWS.GE / ხონის სოფელ ქვედა გორდში საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

ხონის სოფელ ქვედა გორდში საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

ხონის სოფელ ქვედა გორდში საავტომობილო გზა ჩამოწოლილი ქვა-ღორღისგან გაიწმინდა.

უამინდობის შედეგად გამოწვეული მეწყერული პროცესის გამო, ბანგვეთისა და მაჭაკეთის უბნებთან დამაკავშირებელ მონაკვეთზე ქვა-ღორღი ჩამოწვა, რასაც გადაადგილების შეზღუდვა მოჰყვა. 

მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. მუნიციპალიტეტის მერი პროცესს ადგილზე გაეცნო.

სამუშაოები დღის ბოლოს დასრულდა. ამ დროისთვის როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილით გადაადგილება აღდგენილია.

15-01-2026, 21:49
უკან დაბრუნება