ჭიათურის სოფელ შუქრუთში ადგილობრივების პროტესტი გრძელდება. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში ცხოვრება შეუძლებელია და კომპენსაციებს ითხოვს.
"ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კვლავ საპროტესტო აქციები დაიწყო. მთავრობამ და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურა და ჭიათურელები ისევ მოატყუეს და დანგრეული სახლების და განადგურებული სოფლის სანაცვლოდ, 2021 წელს დაპირებული კომპენსაციები ისევ არ მიუღია შუქრუთის მოსახლეობას.
ჭიათურელი მაღაროელებიც იგივეს ამბობენ დიდი ხანია, რომ 2019 და 2023 წლის აქციების შედეგად გაცემული დაპირებების დიდ ნაწილს, მთავრობა და კომპანია დღემდე არ ასრულებენ.
ასეთი აქციების სათავეში ისეთი ხალხი თუ არ იქნება, ვინც ამ აქციების ბოლოს ისევ ქოცების ტყუილებს დაიჯერებს, კარგი იქნება. მინიმუმ, საპარლამენტო არჩევნების წინ, ტაში არავინ არ უნდა დაუკრას იგივე დაპირებების გაცემას, რასაც ქოცები 12 წელია არ აკეთებენ, ან ვერ აკეთებენ... ქოცების ტყუილებს თუ არ დავუჯერებთ, ეს კარგი იქნება ყველასთვის: ქალაქისთვის, სოფლებისთვის, მომავალი თაობებისთვის და საკუთარი ეგოსთვისაც",-ამბობს ოპოზიციონერი ნოდარ ჩაჩანიძე.