რეკლამა

ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას: რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება?

ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას: რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება?

"ერთიანი ნაციონლური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქვეყანაში საწვავზე არსებულ ფასებს აპროტესტებს. 

"20 ლიტრში რომ 62 ლარს გადაიხდით, ზუსტად იმავე 20 ლიტრის შეძენა შესაძლებელი იყო 39 ლარად და 50 თეთრად 2012 წელს და რომ არ თქვან, 2012 წელს რატომ ადარებენო, მარტივი რამე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას - საქართველომდე საწვავი ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს (დღევანდელი ფასით მსოფლიო ბირჟაზე), მაგრამ ფოთიდან, ბათუმიდან სანამ ბენზინგასამართ სადგურებზე გადანაწილდება, ფაქტობრივად, ამ თანხას აორმაგებენ, ამიტომ შეკითხვა გვაქვს და უნდა უპასუხონ ხალხს - რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება და მათ შორის ადამიანები რომ ასხამენ საწვავს, ბენზინი იქნება თუ დიზელი, რატომ იხდიან უფრო მეტს, ვიდრე ოდესმე იხდიდნენ?,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები