TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხის ცენტრალურ სკვერში სკამები დაამტვრიეს

ლენტეხის ცენტრალურ სკვერში სკამები დაამტვრიეს

ლენტეხის ცენტრალურ სკვერში სკამები დაამტვრიეს


ლენტეხში, თამარ მეფის ცენტრალურ სკვერში მოსასვენებელი სკამები დაამტვრიეს.

ლენტეხის მერი გია ონიანი მოქალაქეებს საკუთარ ქალაქზე გაფრთხილებისკენ მოუწოდებს. 

“გულსატკენია, რომ გალამაზებულ, კეთილმოწყობილ სკვერს არ უფრთხილდებიან. ეს სკვერი ხომ ერთდროულად განტვირთვისა და  შეხვედრის სივრცეა.

ეს არაა მხოლოდ სკვერი — ეს არის ჩვენი საერთო ეზო, სწორედ ამიტომ გთხოვთ:
მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს — ნუ დავანგრევთ იმას, რაც გვეკუთვნის და რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია.

თუ ვნახეთ, რომ ვინმე აზიანებს სკამებს ან აბინძურებს სივრცეს — არ ჩავუაროთ ჩუმად. მშვიდად  მივუთითოთ, რომ ეს ადგილი ჩვენ ყველას გვეკუთვნის და ჩვენივე ხელით არ უნდა დავაზიანოთ ის. ჩვენი ლენტეხი ამას იმსახურებს,”-ამბობს გია ონიანი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu