TOP-NEWS.GE / ცაგერში, მწვანე თეატრში, ქართული სიმღერის საღამო გაიმართება

ცაგერში, მწვანე თეატრში, ქართული სიმღერის საღამო გაიმართება

9 აგვისტოს, 19:00 საათზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ცაგერის- მწვანე თეატრზე ქართული სიმღერის საღამო გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მაია ჯაბუა, ნათია პერანიძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია და კონცერტმეისტერი- მარიკა ოსიტაშვილი.

  უამინდობის შემთხვევაში ღონისძიება ჩატარდება  ცაგერის კულტურის ცენტრში. დასწრება თავისუფალია.

8-08-2025, 09:40
უკან დაბრუნება