TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურაში, მღვიმევის მაღაროსა და ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიებზე ორი ახალი სასადილო გაიხსნება
ჭიათურაში, მღვიმევის მაღაროსა და ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიებზე ორი ახალი სასადილო გაიხსნება
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი”-ს ინფორმაციით, ჭიათურის საწარმოო ერთეულებში სამუშაოების განახლების პარალელურად, კომპანია შეუფერხებლად აგრძელებს ზრუნვას თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის მიმართულებით.
მათივე ცნობით, დასაქმებულებს ყოველდღიურად მიეწოდებათ სრულფასოვანი და სპეციალურად სამუშაო პროცესის თავისებურებებზე მორგებული დაბალანსებული მენიუ, რომელიც მზადდება ყველა ჰიგიენური თუ სურსათის უვნებლობის წესების მკაცრი დაცვით.
“უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს ორი ახალი სასადილო, მღვიმევის მაღაროსა და ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხელმისაწვდომობას თანამშრომლებისთვის,”-აცხადებენ კომპანიაში.





