TOPNEWS » მთავარი თემა » ხონში, ფასადების რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს

ხონში, ფასადების რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს

ხონში, ფასადების რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს

ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძის გადაწყვეტილებით, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სამშენებლო კომპანია შპს „გეგუსთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა. 

კომპანიას ხონში, ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე #2 და #4 ბინების ფასადების რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები ვერ შეასრულა. 

ლადო ჯურხაძე აღნიშნულ ბინებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და დაუსრულებელი სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი პრობლემები განიხილა. 

„არ დავუშვებ, რომ მოსახლეობის ინტერესები დაზარალდეს. მიუხედავად მაქსიმალური ხელშეწყობისა, სამშენებლო კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რაზეც სათანადო რეაგირება გვქონდა. კომპანია დაჯარიმდა, მიმდინარეობს სამართლებრივი დავა. გაზაფხულზე გამოცხადდება ახალი ტენდერი და იმედს ვიტოვებ, დაგეგმილი სამუშაოები ზედმიწევნით შესრულდება“, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2024 წლის 5 მაისს გაფორმდა. კომპანიას ფასადების რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში უნდა დაესრულებინა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu