რეკლამა

"სიბინძურეს და ბოროტებას საზღვარი არ ჰქონია,"-რას წერს პარტია "ახალი"-ს წევრი?

"სიბინძურეს და ბოროტებას საზღვარი არ ჰქონია,"-რას წერს პარტია "ახალი"-ს წევრი?

პარტია "ახალი"-ს რეგიონალურმა კურატორმა ნოდარ ჩაჩანიძემ ორსულ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. შემთხვევა 4 ივნისს,  თანაპარტიელის – მანუჩარ ჩაჩანიძის ქორწილში, რესტორან „ბერმუხაში“ მოხდა. ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა “რეპორტიორი” ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნოდარ ჩაჩანიძე ორსულ მეუღლეს – ნინო სუხიტაშვილს ურტყამდა ხელს თავისა და სახის არეში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.  ცემის შედეგად ორსულმა ქალმა დაზიანებები, მათ შორის, თვალის არეში მიიღო.

თვითმხილველის თქმით, პარტია „ახლის“ წევრი აქ არ გაჩერებულა, – ფიზიკურად დაუპირისპირდა და  სცემა რესტორანში მყოფ სხვა პირსაც.
ექსკლუზიური ინფორმაციით, რესტორანში ვითარების განსამუხტად და ჩაჩანიძის დასაწყნარებლად მისი ძმა გიორგი ჩაჩანიძე მივიდა, თუმცა, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ,  გზაში ნოდარ ჩაჩანიძე საკუთარ ძმასაც ეჩხუბა, დაუმსხვრია მანქანის მინები და ავტომობილიდან გადახტა.
როგორც წყარო ჰყვება, ნოდარ ჩაჩანიძის დაზარალებული მეუღლის აზრით, პარტია „ახლის“ წევრის  მსგავსი ქცევა ნარკოტიკული საშუალების – „მარიხუანას“ ზემოქმედებამ გამოიწვია, რომელსაც ის აქტიურად მოიხმარს. მისივე ინფორმაციით, ამ ფაქტის გამო ოჯახში არაერთხელ მოსვლიათ კამათი.  

გარდა ამისა, წყაროს თქმით, დაზარალებულ ორსულ ქალს შემჩნეული ჰყავს უცნობი  პირი, რომელიც მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე ხესთან გარკვეულ საგანს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხოლო  თავად  ჩაჩანიძე, შუადღის საათებში, უჩვეულოდ დიდ დროს ატარებს კორპუსის ეზოში.

"სიბინძურეს და ბოროტებას საზღვარი არ ჰქონია. იმ ხალხსაც არ ჰქონია ზღვარი, ვინც ამ სიბინძურეს და ბოროტებას ეგუება და ემორჩილება...
მეც ყველაფერში უსაზღვრო ვიქნები,"-ამგვარად უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას ნოდარ ჩაჩანიძემ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები