რეკლამა

"თიბისი" ქუთაისის "ტორპედოს" მხარდამჭერი გახდა

"თიბისი" ქუთაისის "ტორპედოს" მხარდამჭერი გახდა

“თიბისი”-სა და ქუთაისის საფეხბურთო გუნდის “ტორპედო”-ს თანამშრომლობა შედგა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გუნდის ადგილობრივ, რეგიონალურ პოპულარიზაციაზე იზრუნებს და ხელს შეუწყობს ისტორიული საფეხბურთო კლუბის სამომავლო განვითარებას. 

ფეხბურთი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. “ტორპედო” კი ისტორიული საფეხბურთო კლუბია, რომელიც 1946 წლიდან აქტიურად ასპარეზობს. მისი თიბისისთან  თანამშრომლობა მიზნად ისახავს, გუნდის განვითარებას, შიდა სხვადასხვა მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებას, ჩემპიონატებსა და ფესტივალებზე მათ ხელშეწყობას. თიბისი ქუთაისის საფეხბურთო გუნდთან ერთად გეგმავს, რომ საერთო პროექტების მეშვეობით, რაც შეიძლება მეტი დაინტერესება გამოიწვიოს და ხელი შეუწყოს რეგიონების, და კონკრეტულად იმერეთის მხარის განვითარებას.

“თიბისის და ქუთაისის ტორპედოს ეს საერთო პარტნიორობა თიბისისთვის ორ სტრატეგიულ მიმართულებას აერთიანებს: ეს არის რეგიონული განვითარება და სპორტი. ქუთაისის ტორპედო არის ძალიან დიდი ისტორიის მქონე, ქუთაისელების საყვარელი გუნდი და მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობით არა მარტო კონკრეტულ გუნდს ვეხმარებით, არამედ ხელს ვუწყობთ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესს და ქალაქის განვითარებას. გვიხარია, რომ ამ ხელშეკრულებას დღეს მოეწერა ხელი და ამით დაიწყება ძალიან დიდი წარმატება ჩვენი საერთო პარტნიორობის და მჯერა, ქუთაისის ტორპედო ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს მომავალში,”-ამბობს თიბისის საშუალო და მსხვილი კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი დარჩიაშვილი.

“დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის იქედან გამომდინარე, რომ თიბისის და ტორპედო ქუთაისის პარტნიორობას მოეწერა ხელი. ქუთაისი არის თიბისისთვის, ისევე როგორც მთელი საქართველოსთვის ერთ-ერთი საყვარელი ქალაქი და ტორპედო ქუთაისი არის არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთელი იმერეთის საყვარელი კლუბი. ჩვენი თანამშრომლობა იქნება ბევრი წარმატების საწინდარი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობას გავუჩინოთ ბევრი შესაძლებლობა და სპორტის განვითარებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი.

თიბისის კონტრიბუცია აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, იქნება ხაზგასმით ერთი, რომ რიბ რომ ხელი შეუწყოს ამ კლუბის განვითარებას, მისი მოღვაწეობის, თამაშების პოპულარიზაციას და ისეთი აქტივობების განვითარებას, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ სპორტში, განვავითაროთ და დავაინტერესოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილითაც,”-ამბობს თიბისის ბრენდის გამოცდილებისა და მარკენტინგის ხელმძღვანელი მაკუნა თავბერიძე. 

"მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენი პარტნიორი გახდა თიბისი. მისასალმებელია, რომ  ბიზნეს სექტორი უფრო მეტად ერთვება სპორტის პოპულარიზაციაში, რაც დღეს ესაჭიროება სპორტს და ქართულ ფეხბურთს. დარწმუნებული ვარ, ეს წელი როგორც ტორპედოსთვის, ასევე თიბისისთვის ძალინ წარმატებული იქნება,”-ამბობს “ტორპედო”-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით დოლაბერიძე. 

ქუთაისის “ტორპედო”-მ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო და ეს გამარჯვებაც წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი გახდა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები