TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. 

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები, როგორც საინჟინრო კომუნიკაციების, ასევე მოპირკეთების ნაწილში. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მიზნად ისახავს ინოვაციების, განათლებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეგიონში მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საქმიანობების განვითარებას.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu