2 დეკემბერს კურორტ საირმეში ზამთრის შესახვედრად ღონისძიება გაიმართება.
"შემოგვიერთდი და ერთად შევიქმნათ საოცარი განწყობა, რომელიც თბილ მოგონებად დიდხანს გაგყვება. გაატარე სასიამოვნოდ დრო საირმის პარკში, ღია ცის ქვეშ, ცოცხალი მუსიკის ფონზე. აქ შეძლებ ქართული ტრადიციული კერძების, საცხობში გამომცხვარი ფუნთუშეულის, გლინტვეინისა და სხვა სასმელების დაგემოვნებას.
გარდა ამისა, გექნება შესაძლებლობა, ჩაერთო ჩურჩხელების ამოვლების პროცესში და მიიღო დაუვიწყარი გამოცდილება.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 404 545 ან reservations@sairmeresort.ge,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.