TOP-NEWS.GE / ჭიათურაში მაღაროელებს სასურსათო ვაუჩერებს დაურიგებენ

ჭიათურაში მაღაროელებს სასურსათო ვაუჩერებს დაურიგებენ

8 აპრილიდან, ჭიათურაში მაღაროელებისათვის სასურსათო ვაუჩერების დარიგება დაიწყება.

“ჭიათურაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 8 აპრილიდან იწყებს  დასაქმებულებისათვის “სასაჩუქრე ვაუჩერი”-ს გაცემას. ვაუჩერი გაიცემა ჭიათურის პირველად პროფკავშირულ  ორგანიზაციაში 8 აპრილს, დილის 10 საათიდან,”-აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში. 

ცნობისთვის, მაღაროელებს უკვე დაერიცხათ ერთი თვის ხელფასი. აღდგომამდე კი კიდევ ერთი თვის ხელფასს მიიღებენ. 

6-04-2025, 23:12
უკან დაბრუნება