რეკლამა

ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი გარდაიცვალა

ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი გარდაიცვალა

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. გაერთიანება მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული სოპრანოს, მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო.

"ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. მედეა ამირანაშვილი 1930 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

მისი დებიუტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 1954 წელს შედგა (მარგარიტა, გუნოს „ფაუსტი“). მომღერალმა შეასრულა სოპრანოს მთავარი პარტიები: მარო, ეთერი, მარიხი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ლელა (რ. ლაღიძის „ლელა“), ტატიანა (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო“), ბატერფლაი, მიმი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“, „ბოჰემა“), ლეონორა, ვიოლეტა, დეზდემონა (ვერდის „ტრუბადური“, „ტრავიატა“ „ოტელო“), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი“).

მედეა ამირანაშვილი იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1991 წლიდან - ქალაქ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახალხო არტისტი; ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი; თამარ მეფისა და ღირსების ორდენების კავალერი,"-ნათქვამია წერილში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები