TOPNEWS » მთავარი თემა » ხმაური ჭიათურაში-“ჯორჯიან მანგანეზმა” დახურული მაღაროების გახსნა დაიწყო

ხმაური ჭიათურაში-“ჯორჯიან მანგანეზმა” დახურული მაღაროების გახსნა დაიწყო

ხმაური ჭიათურაში-“ჯორჯიან მანგანეზმა” დახურული მაღაროების გახსნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"მიმდინარე წლის 30 აპრილს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში,  კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს,  ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი  გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი. 

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება",-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ხმაური იყო ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები ტექნიკური ჯგუფის წევრებს მაღაროში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. წარმოების სრულმასშტაბიანი აღდგენის მიზნით,  “ჭიათურა მენეჯმენთ კომპანიმ”
შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების დეტალური შესწავლა დაიწყო. კომპანიის წარმომადგენლები და სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ და თხოვდნენ ტექნიკური ჯგუფის მუშაობისთვის ხელი არ შეეშალათ. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu