TOPNEWS » მთავარი თემა » რაჭაში სტუმარმა მასპინძლებს ცივი იარაღის მუქარით საცხოვრებლის გადაფორმება და ფული მოთხოვა

რაჭაში სტუმარმა მასპინძლებს ცივი იარაღის მუქარით საცხოვრებლის გადაფორმება და ფული მოთხოვა

რაჭაში სტუმარმა მასპინძლებს ცივი იარაღის მუქარით საცხოვრებლის გადაფორმება და ფული მოთხოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დ.ნ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ყოფნისას, 1941 წელს დაბადებულ ჯ.დ.-ს და მის მეუღლეს,  ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა. დ.ნ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული დ.ნ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე  და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu