ხარაგაულში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი გრძელდება

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი განიხილეს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან გამართულ შეხვედრაზე.
საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის ტექნიკური ასპექტები განმარტეს და მერის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.
მერმა ხაზი გაუსვა პროცესის წარმატებით დასრულების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მიწის სისტემური რეგისტრაციის სპეციალისტების მაქსიმალური მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე ჯგუფების მენეჯერი მამუკა მაზანაშვილი, მისი მოადგილე ეკა წაქაძე და მერის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.