TOP-NEWS.GE / ამბროლაურში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

ამბროლაურში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ამბროლაურში, სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

სამართალდამრღვევს მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი დასამუშავებლად რეგისტრირებულ სახერხ საამქროში გადაჰქონდა. 

"რეგისტრირებული სახერხი საამქრო და მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალება დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ამბროლაურის „საქმიან ეზოში“.  მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში,"-აცხადებენ სააგენტოში. 

18-02-2024, 12:37
უკან დაბრუნება