TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათი- საირმის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია

ბაღდათი- საირმის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია

ბაღდათი- საირმის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია

ბაღდთი- საირმის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წაბლარას ხევის  გზის მონაკვეთზე ძლიერმა წვიმამ მიწის მასის ჩამოშლა გამოწვია, დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძები და დროებით შეჩერებულია ავტომობილების გადაადგილება.

ადგილზე იმყოფება საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს  მოძრაობის აღდგენა.

მოვუწოდებთ მოსახლეობას ღამის განმავლონაში  თავი შეიკავონ საირმის მიმართულებით გადაადგილებისკენ,”-ნათქვამია ბაღდათის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu