ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში 11 აპრილს, სცენიდან გაკეთებულ პოლიტიკურ მოწოდებას ემიჯნებიან.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვატო ჯუღელი ამბობს, რომ მისთვის თეატრის პოლიტიკური მოწოდებებისთვის გამოყენება მიუღებელია. ჯუღელი ამბობს, რომ რეჟისორმა სათქმელი მისი წარმოდგენებით უნდა თქვას.
11 აპრილს ზესტაფონის თეატრის სცენაზე დავით დოიაშვილის რეჟისორობით სპექტაკლი "შეყრა" გაიმართა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, რეჟოსორმა მაყურებელს შემდეგი მოწოდებით მიმართა: " არა რუსულ კანონს".
ზესტაფონის მაცხოვრებლები თვლიან, რომ თეატრში ადამიანები განსატვირთად, გასართობად მიდიან და ის პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის.