TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია

ხმაური არის ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობს.

ადგილზე დღის ცენტრის ბენეფიციარები, დედები და შვილები არიან შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სურთ რუსეთში და სურთ ევროპა. 

პროტესტის მონაწილეები ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ტრანსპორტი არ გაეტარებინათ. აქციის მონაწილეების მიმართ გადაადგილების შეზღუდვის გამო, უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ავტომობილების მძღოლებიც.

ცნობისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების" იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, 2028 წლამდე  ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები შეჩერდა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu