TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

სამტრედიაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

სამტრედიაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პ.შ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამტრედიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1978 წელს დაბადებული გ.ს. დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა პ.შ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაული ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu