TOPNEWS » მთავარი თემა » ონში სპორტსმენ მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრას მოუწყობენ
ონში სპორტსმენ მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრას მოუწყობენ
ორშაბათს, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თავისუფალ ჭიდაობაში ბრინჯაოს პრიზიორის -მირიან მაისურაძის დახვედრის ღონისძიება გაიმართება.
გაცნობებთ, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მსოფლიო პირველობა გაიმართა, სადაც ონელმა მირიან მაისურაძემ (92კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე პლანეტის პირველობაზე მესამედ დაეუფლა მედალს.





