ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია კომპანია "კულინარში" იმყოფებოდნენ, სადაც საწარმოს საქმიანობას გაეცნენ.
კომპანია 2015 წლიდან არსებობს და გაყინულ ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. "კულინარის" პროდუქციის დისტრიბუცია მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება.
2024 წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს "იაფი აგრო კრედიტის" ფარგლებში, გაიხსნა ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი საწარმო, რომელიც სრულად გადაიარაღდა თანამედროვე მანქანა - დანადგარებით. კომპანიაში 120 თანამშრომელზე მეტია დასაქმებული.