TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულში მეშახტეების სოლიდარობის აქცია გაიმართება

ტყიბულში მეშახტეების სოლიდარობის აქცია გაიმართება

ტყიბულში მეშახტეების სოლიდარობის აქცია გაიმართება

ტყიბულის მერიის წინ, მეშახტეების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

“დროა, ტყიბულმა თავისი სათქმელი თქვას!

2024 წლის 24 დეკემბერს, რეჟიმის დაკვეთით, Coal of Georgia-მ პოლიტიკური ნიშნით დევნის საფუძველზე 38 მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მათ გაბედეს თავისუფლად აზრის გამოხატვა.

ეს გადაწყვეტილება შეურაცხყოფს არა მხოლოდ მეშახტეებს, არამედ ჩვენს თავისუფლებას, ღირსებასა და მომავალს!
მეშახტეები ჩვენი ქალაქის ძალაა, მათ მიმართ გამოხატული უსამართლობა ქალაქის ღალატია.

2025 წლის 3 იანვარს, 14:00 საათზე, შევიკრიბებით მერიის წინ! ჩვენი სოლიდარობით ვაჩვენებთ, რომ ტყიბული არ გაჩუმდება! ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის და დავანახოთ რეჟიმს, რომ ჩვენ ხმას ვერავინ ჩაახშობს,”-ნათქვამია აქციის ანონსში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu