რეკლამა

ახალი წლის ღამეს 12 უსახლკარო ოჯახს თერჯოლაში საცხოვრებელი სახლები გადასცეს

ახალი წლის ღამეს 12 უსახლკარო ოჯახს თერჯოლაში საცხოვრებელი სახლები გადასცეს

თერჯოლაში 12 უსახლკარო ოჯახს სახლის გასაღები გადაეცა. 

წლის მთავარი საჩუქარი ოჯახებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილმა გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. აღნიშნულ ოჯახებს სიმბოლურად სახლის გასაღები  საახალწლო კონცერტზე გადაეცათ.  

«თერჯოლის  მუნიციპალიტეტში მოქმედი, სახლდაზიანებული  მოქალაქეების სოციალური პროგრამის ფარგლებში, 12 შეჭირვებულ ოჯახს,  დღეიდან მიეცემა საშუალება იცხოვროს თბილ და კომფორტულ გარემოში. თერჯოლაში ამ  სასიკეთო პროგრამის წყალობით ახალმოსახლეობას უკვე 41-ე  ოჯახი  იზეიმებს .

თერჯოლის  მუნიციპალიტეტში მოქმედი, სახლდაზიანებული  მოქალაქეების სოციალური პროგრამის ფარგლებში,  ახალმოსახლეობა ჯამში  41-მა ოჯახმა  იზეიმა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან  გამოყოფილი თანხებით პრიორიტეტად  დაისახა სოციალურად დაუცველი, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა,”-აცხადებენ იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები