TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის მერი გეოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად, ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობას შეხვდება

ხარაგაულის მერი გეოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად, ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობას შეხვდება

ხარაგაულის მერი გეოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად, ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობას შეხვდება

30 სექტემბერს, 13:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში,  მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, გეოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად, ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობას შეხვდება.  

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით ჩატარებული კომპლექსური საინჟინრო - გეოლოგიური  კვლევის შედეგები და სპეციალისტთა რეკომენდაციები. მოსახლეობას  ექნება შესაძლებლობა მიიღოს დეტალური ინფორმაცია და დასვას კითხვები.

“შეხვედრის მიზანია სპეციალისტთა რეკომენდაციების გაცნობა და მოსახლეობასთან ერთად შემდგომი ნაბიჯების განხილვა.

მერია უზრუნველყოფს, რომ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, გადაწყვეტილებები  პროფესიონალური ანალიზისა და მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე მიიღოს.

სოფელ  ხემაღალისა და სოფელ ღვერკის ტერიტორიაზე, მეწყერული პროცესების შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო - გეოლოგიური  კვლევა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, კომპანია „გეოლოჯიქსმა“ ჩაატარა.

ტექნიკური ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/4gOyjq7,”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu