ქუთაისში, სამუსიკო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს 80 წლის იუბილე მიულოცეს
მ. ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, რადონიცა გიორგობიანს 80 წლის იუბილე მიულოცეს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იუბილარს სოლო კონცერტი მიუძღვნა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა. ღონისძიება პირველი სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში შედგა.
დამსახურებულ პედაგოგს საიუბილეო თარიღი მიულოცეს: ქუთაისის მერის მოადგილემ შალვა მშვილდაძემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ კობა ფხაკაძემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ბიქტორ გვეტაძემ, გაერთიანების მმართველმა ვაჟა ჯუღელმა, გაერთიანების მმართველის მოადგილემ ელისო ქაროსანიძემ, გაერთიანების განათლების განყოფილების უფროსმა მაყვალა ქობულაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თაობების აღზრდაში და მუსიკის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რადონიცა გიორგობიანი ქუთაისის მერის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.
რადონიცა გიორგობიანი 1944 წლიდან დღემდე მ. ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლაში დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. აღზრდილი ჰყავს არაერთი თაობა, რომლებიც წარმატებით გამოდიან რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებზე. მიღებული აქვს საპატიო დიპლომი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, არის ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო წოდების, ღირსების ორდენის, პრეზიდენტის საპატიო სიგელის მფლობელი. 2015 წელს მიიღო პედაგოგის საპატიო წოდება, არის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი.





