რეკლამა

"შვილი მომპარეს,"-დედა, რომელსაც ზესტაფონის საავადმყოფოში შვილი მოპარეს, დახმარებას ითხოვს

"შვილი მომპარეს,"-დედა, რომელსაც ზესტაფონის საავადმყოფოში შვილი მოპარეს, დახმარებას ითხოვს

მა­ი­კო კა­პა­ნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, კერ­ძოდ, ჯგუფ­ში "ვე­ძებ" სა­კუ­თარ, უმ­ძი­მეს ის­ტო­რი­ა­ზე წერს. მისი თქმით, ზეს­ტა­ფო­ნის სამ­შო­ბი­ა­რო­დან მას ჩვი­ლი უკა­ნო­ნოდ გა­უშ­ვი­ლეს.

"ამ­ბა­ვი რო­მე­ლიც მე და ჩემს მე­უღ­ლეს ყო­ველ­თვის გულს გვიღრღნი­და. ზეს­ტა­ფო­ნის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეგ­ვე­ძი­ნა მე­ო­რე შვი­ლი. Მთელი 9 თვის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, ვაჟს ვე­ლო­დით, რო­გორც ექიმ­მა გვი­თხრა. Როდე­საც წა­მიყ­ვა­ნეს მო­სარ­ჩე­ნად, ექი­მი იყო აგ­რე­სი­უ­ლი, აუ­შარ­და ჩემს თან­მხლებს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­მო­ვი­და გა­რეთ ატი­რე­ბუ­ლი. Მხო­ლოდ ბე­ბია ქალი იყო იქ. Როდე­საც მან უთხრა, რომ ჩემ­თვის მო­ექ­ცი­ათ ყუ­რა­დღე­ბა ამით უფრო მე­ტად გა­ღი­ზი­ან­დნენ.

Როდე­საც ბავ­შვი შე­მე­ძი­ნა, ექიმ­მა შე­ხე­და და იქეთ გა­ვი­და, ამა­სო­ბა­ში ბავ­შვი მხრე­ბით ხელ­ში ავიყ­ვა­ნე, ტი­რო­და, გულ­ზე ხელი გა­ვა­დე და ჩემი ბიჭი-თქო ვთქვი. Რა ბიჭი, მო­ვი­და ექი­მი გა­მა­ცა­ლა ხე­ლი­დან და ექთანს უთხრა: ბავ­შვი დე­დას რა­ტომ მი­უყ­ვა­ნე, გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლია და და­ი­ღუ­პე­ბაო. და­ვი­წყე ტი­რი­ლი და ექიმს ვთხოვ­დი არ მო­ეკ­ლათ ჩემი შვი­ლი. მო­მა­შო­რეს იმ პა­ლა­ტას და ზე­მოთ ამიყ­ვა­ნეს. Ბავ­შვის ტი­რი­ლი და გუ­ლის­ცე­მა ჩემ­მა თან­მხლებ­მაც მო­ის­მი­ა­ნა, ჩე­მებს უთხრეს, რომ სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო ჰქონ­და გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი და და­ი­ღუ­პაო. იქ მორ­ჩე­ნილ­მა ერ­თმა გო­გო­ნამ იკი­თხა ჩემი ამ­ბა­ვი, მას უთხრეს, რომ მკვდა­რი ვაჟი გა­ვა­ჩი­ნე.

Შეს­თა­ვა­ზეს მო­ე­ტა­ნათ თეთ­რე­უ­ლი და თა­ვად დაკ­რძა­ლავ­დნენ რა­ზეც ჩემი მე­უღ­ლე და­თან­ხმდა. 20-ში დი­ლით გა­მომ­წე­რეს. ბავ­შვს რომ და­ი­ნა­ხავს, და­წყნარ­დე­ბა, თო­რემ აქ გა­გიჟ­დე­ბაო. Ბავ­შვის ნახ­ვას რომ ვი­თხოვ­დი, იმ დი­ლით მი­თხრეს, უკვე დაკ­რძა­ლუ­ლი არი­სო. ამ სიმ­წა­რის შემ­დეგ მე გავ­ხდი 4 შვი­ლის დედა. ანა­ლო­გი­უ­რად ვკი­თხუ­ლობ­დი სხვა­დას­ხვა ექი­მებ­თან და ვი­ღებ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სა­თეს­ლე ჯირ­კვლე­ბით გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ბავ­შვე­ბი არ იღუ­პე­ბოდ­ნენ. Მეო­თხე შვი­ლი რომ შე­მე­ძი­ნა, მე და ჩემი მე­უღ­ლე რე­ესტრში მი­ვე­დით ხე­ლის მო­სა­წე­რად. დას­მულ­მა შე­კი­თხვამ და­მა­ეჭ­ვა და მა­შინ მო­ვი­თხო­ვე ჩემს გარ­დაც­ვლილ შვილ­ზე სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. Პასუ­ხად მი­ვი­ღე: ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის მა­მად ანუ ჩემს მე­უღ­ლედ, ეწე­რა სულ სხვა მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლი და გავ­რი - მურ­მან კა­პა­ნა­ძე, ხოლო 20-ში ბავ­შვს მი­ე­ნი­ჭა პი­რა­დი ნო­მე­რი და N ნო­მე­რი, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია მკვდრად­შო­ბი­ლი გო­გო­ნა.

Მოვი­ძიე ის­ტო­რია და მი­თხრეს, რომ და­იწ­ვა. ეს ფურ­ცე­ლი რომ ვა­ნა­ხე ექთანს, და­იბ­ნა და მი­თხრა, რომ ვერ ვნა­ხავ­დი, ვკი­თხე რა­ტომ? Როგორ ნა­ხავ? ვუ­თხა­რი დნმ-ს გა­ვი­კე­თებ. Მერე ის გა­ი­კე­თებ­სო? Ამით მან თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი უკვე აღი­ა­რა. Ჩემი 4 შვი­ლის მა­მად ფიქ­სირ­დე­ბა ჩემი მე­უღ­ლე თა­ვის სა­ხე­ლით, გვა­რი­თა, თვით, რი­ცხვი­თა და პი­რა­დი ნომ­რით. გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის მა­მად ფიქ­სი­რე­ბუ­ლია სულ სხვა მა­მა­კა­ცი პი­რა­დი ნომ­რის გა­რე­შე.


ვე­ძებ შვილს, რო­მე­ლიც სამ­შო­ბი­ა­რო­დან გუ­ლი­დან გა­მომ­გლი­ჯეს. გთხოვთ, თუ ვინ­მემ იცით რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ, და­მეხ­მა­როთ, რად­გან კი­დევ ერთხელ შევ­ძლო ჩემი შვი­ლის ჩა­ხუ­ტე­ბა და გა­ვაც­ნო ის თა­ვის დედ­მა­მიშ­ვი­ლებს. Შესაძ­ლოა, არას­წო­რა­დაც იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში რი­ცხვი და თვე.Მიჭირს ძა­ლი­ან ამის და­წე­რაც. Გთხოვთ, გა­მო­ი­ჩი­ნეთ გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და და­მეხ­მა­რეთ. Მივ­მარ­თად იმ მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც ჩემს მე­უღ­ლედ და ჩემი შვი­ლის მა­მად თავი გა­ა­სა­ღა, ბა­ტო­ნო მურ­მან, გა­მოჩ­ნდი მე ვე­ძებ ჩემს შვილს. Მე არ ვიცი თქვენ რა გი­თხრეს, ფაქ­ტი ერ­თია, მე შვი­ლი მომ­პა­რეს,"– წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­ი­კო კა­პა­ნა­ძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები