რეკლამა

ქუთაისში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ქუთაისში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ასაღებდნენ ყალბ ვალუტას. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 650 აშშ დოლარის ოდენობის 13-ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.


ტეგები:

Facebook - კომენტარები