რეკლამა

თერჯოლაში ჩანჩქერზე, სადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, უსაფრთხოების ზომებს იღებენ

თერჯოლაში ჩანჩქერზე, სადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, უსაფრთხოების ზომებს იღებენ

თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში, ქადაგიძის რაფზე უსაფრთხოების  დაცვის მიზნით, სამუშაოები მიმდინარეობს.

 "მდინარე ძუსას აღნიშნულ მონაკვეთზე რკინის ჯებირი დამონტაჟდება, რაც უსაფრთხოს გახდის ვიზიტორთა    გადაადგილებას, ბუნებრივი ძეგლის  დათვალიერების პროცესში.
 
უსაფრთხოების დამცავი  ჯებირის მოწყობის შესახებ  დავალება, სპეციალურად  შექმნილ სამუშაო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის მერმა,მანუჩარ რობაქიძემ  ორი დღის წინ მისცა,"-აცხადებენ ადგილზე. 

ცნობისთვის, ე.წ. ქადაგიძის რაფზე უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. ისინი ჩანჩქერის დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, ხოლო დანარჩენებმა დახმარება სცადეს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები