TOP-NEWS.GE / გიორგი გოგელაშვილი ევროპის ჩემპიონია

გიორგი გოგელაშვილი ევროპის ჩემპიონია

ქუთაისელი გიორგი გოგელაშვილი (მწვრთნელი ელგუჯა მარუაშვილი) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 

ფინალში ქართველმა მოჭიდავემ მოლდოველი იგნატ მეიკო  9-1 დაამარცხა და ოქროს მედალს დაუფლა.

გიორგი გოგელაშვილმა მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი თავიდანვე შესანიშნავად დაიწყო,  1/8ფინალში  რუმინელი გაბრიელ ფიფიტისენ მარცელი სუფთა გდებით დაამარცხა.

  1/4ფინალში უნგრელ იმრე სანდორ კოლომპარს 6-0 მოუგო.

 1/2ფინალში კი ფინელი მატიას მირო ჯუსი ონენლენტო 5-1  დაამარცხა.

11-06-2025, 23:36
უკან დაბრუნება