TOPNEWS » მთავარი თემა » ამბროლაურში უსახლკარო ოჯახებისთვის ახალი სახლები აშენდა

ამბროლაურში უსახლკარო ოჯახებისთვის ახალი სახლები აშენდა

ამბროლაურში უსახლკარო ოჯახებისთვის ახალი სახლები აშენდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოციალური პროგრამის ფარგლებში, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულდა.

დასრულებული სახლები სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ქევანიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ასლან საგანელიძემ, მერის მოადგილემ თამარ ქევანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად მხეიძემ დაათვალიერეს.

პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 108 000 ლარი შეადგინა.

მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2024 წელს დაიწყო და მისი განხორციელება გაგრძელდება მანამ, სანამ საჭიროების მქონე ყველა ოჯახი შესაბამისი მხარდაჭერით არ იქნება უზრუნველყოფილი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu