TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი: არ შევწყვეტ ბრძოლას

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი: არ შევწყვეტ ბრძოლას

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი: არ შევწყვეტ ბრძოლას

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი ელეონორა არჩაია რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის საკითხს ეხმიანება.

“არაერთხელ მივმართე ქალაქის მერიას საკრებულოს თუ სხვა შესაბამის უწყებებს, დაეწყოთ რიონისპირა სახლების სასწრაფო რეაბილიტაცია, თუმცა უშედეგოდ.

ოცნების ხელისუფლება 2018 წლიდან მოყოლებული გვპირდება მათ რეაბილიტაციას, თუმცა როგორც ყოველთვის, დაპირება დაპირებად რჩება. 

ამასობაში კი ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობა ჩვენს თვალწინ ნადგურდება, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!

არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ამ ისტორიულ და ულამაზეს უბანს შესაბამისი რეაბილიტაცია არ ჩაუტარდება! იმედი მაქვს, ხელისუფლება გამოფხიზლდება, სანამ შემდეგი ინციდენტი ტრაგედიით არ დასრულდება,”-ამბობს ელეონორა არჩაია. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu