რეკლამა

სამტრედიაში 4-მა ოჯახმა ბინები მიიღო-კახა კალაძის საჩუქარი ადგილობრივებს

სამტრედიაში 4-მა ოჯახმა ბინები მიიღო-კახა კალაძის საჩუქარი ადგილობრივებს

კახი კალაძის ორგანიზებით სამტრედიაში ტრადიციული კონცერტი გაიმართა, სადაც 4 ოჯახს ბინა გადაეცა.

"სამტრედიელებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ტრადიციული საჩუქარი  საზეიმო კონცერტი წელსაც რამდენიმე ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილებით დაგვირგვინდა და ოთხ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. ამის შესახებ სამტრედიელებს საზეიმო კონცერტე სცენიდან აუწყა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

ნიკურააძეების მრავალშვილიან ოჯახს სახლი კახა კალაძემ შეუძინა ,გასაღები ოჯახს მისმა ვაჟმა ლევან კალაძემ გადასცა.
ძიძიგურებს მრავალშვილიანი ოჯახი ,,არქიმ" დაასაჩუქრა. ბახტაძეების ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სამკერვალო ფაბრიკამ ,, ანაბეჭი" უზრუნველყო. ჯიბლაძეებს კი საცხოვრებელი  ბიზნესმენმა ლევან თარგამაძემ შეუძინა,"-ნათქვამია სამტრედიის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საზეიმო კონცერტი ნიკო ნიკოლაძის სახელობის მოედანზე გაიმართა. კონცერტის პირველ ნაწილში მაყურებლის წინაშე ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, ნათია დუმბაძე და მასტერი წარსდგნენ, ხოლო მეორე ნაწილი სტეფანე მღებრიშვილმა დახურა. ღონისძიების წამყვანები ტრადიციულად ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი იყვნენ.

ტეგები:

Facebook - კომენტარები